ქველმოქმედება

ბოდბეში წმინდა ნინოს სახელობის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია  შენდება.

ბოდბეში, დედათა მონასტრის გვერდით, წმინდა ნინოს სახელობის ჯვარ – გუმბათოვანი ეკლესია შენდება. ეკლესია 2 სართულიანი იქნება და 3 სხვადასხვა ეკლესიას მოიცავს.

ტაძრის პროექტი უწმინდესის ლოცვა კურთხევით და რჩევით შედგა. გეოლოგიური პირობების გამო, ტაძარი ორ სართულად განვითარდა. პირველ სართულზე იქნება სამი ტაძარი: სვეტიცხოველი, მოციქულთა სწორი წმინდა მეფე – დედოფლის ნანას და მირიანის სახელობის და კონსტანტინეს და ელენეს სახელობის ეკლესიები. ტაძრის მშენებლობა ერთი წლის წინ დაიწყო და სავარაუდოდ სამ-ოთხ წელიწადში დასრულდება.

2011–2012  წლებში კავკაზ ცემენტი დაეხმარა წმინდანინოს სახელობის ტაძრის მშენებლობას 600 ტონა ცემენტით, რაც თანხობრივად 100 000 ლარს შეადგენს. 2012 წლის 4 იანვარს ჩვენ ჩასულები ვიყავით ბოდბეში და მოვინახულეთ, თუ როგორ მიმდინარეობდა მშენებლობა.

კავკაზ ცემენტი ყოველთვის მზად არის ქველმოქმედებისათვის.

 

 

ბედიანის ბავშვთა სახლი

2009 წლიდან კავკაზ ცემენტმა დაიწყო ბედიანის ბავშვთა სახლის დახმარება. ჩვენ ვეხმარებოდით როგორც მატერიალურად ასევე ფიზიკურად. შევუძინეთ პერსონალური კომპიუტერი, უამრავი ინგლისურენოვანი ინტელექტუალური თამაშით, რითაც ბავშვებს უადვილდებოდათ ინგლისური ენის სწავლა. ასევე ვეხმარებოდით და ახლაც ვეხმარებით სამშენებლო მასალებით და სხვა უამრავი აუცილებელი ნივთით. 2009 წლის ზაფხულს ჩვენი თავჯდომარის Paul Rodzianko-ს შვილი Alexander Rodzianko და მისი ბიძაშვილი Serge Sarandinaki ერთი თვის მანძილზე ცხოვრობდნენ ბედიანის ბავშვთა სახლში, ეხმარებოდნენ მათ ფიზიკურად და მატერიალურად. ასევე ასწავლიდნენ მათ ინლისურ ენას.

კავკაზ ცემენტი ყოველთვის მზად არის ქველმოქმედებისათვის.