პრეზიდენტის წერილი

მოგესალმებათ კავკაზ ცემენტი. ჩვენი კომპანია დაარსებულია ამერიკის და საქართველოს მოქალაქეების მიერ. დროის პატარა მონაკვეთში კავკაზ ცემენტი გახდა ერთერთი დამოუკიდებელი წამყვანი კომპანია, რომელიც აწარმოებს ინერტულ მასალებს, ცემენტს, ბეტონს, ყვიტელ ქვიშას და სხვა სამშენებლო მასალებს მთელი საქართველოს მაშტაბით.

ჩვენი მიზანი არის, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები, მისაღები ფასები და შესანიშნავი მომსახურება.

ჩვენი მთავარი წარმოებები განთავსებულია თბილისსა და ფოთში, რის გამოც უფრო მარტივად ვემსახურებით კლიენტებს. მომხმარებლებს ავჭალაში მარტივად შეუძლიათ შეიძინონ ცემენტი, ბეტონი, ყვითელი ქვიშა და ინერტული მასალები. ჩვენი პროდუქტების ხარისხი აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებს. ჩვენ ვიძლევით გარანტიას ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტების ხარისხზე.

გთხოვთ შეგვატყობინოთ თუ რა გზით შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება.

პატივისცემით,

ს.ს. “კავკაზ ცემენტი”